იარაღი, საიდანაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, დეტალურად შემოწმებული არ იყო – წაუყენებენ თუ არა მსახიობს ბრალს

იარაღი, საიდანაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, დეტალურად შემოწმებული არ იყო – ამის შესახებ სამართალდამცავებმა განაცხადეს. როგორც ცნობილია, იარაღს სანამ მსახიობს გადასცემდნენ ის 2-მა ადამიანმა შეამოწმა.

ჰანა გუტიერესმა, რომელიც გადასაღებ მოედანზე იარაღის საკითხებზე იყო პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი სროლამდე სპეციალურ ყუთში უსაფრთხოდ იყო დაცული და მასზე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჰქონდა წვდომა.

რეჟისორის ასისტენტი, რომელმაც ბოლდუინს იარაღი გადასცა, გამომძიებლებთან ამბობს, რომ მან იარაღის ჩაბარებამდე, ყველა ტყვია ვერ გადაამოწმა. ამ დრომდე ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. იურიდიული ექსპერტების თქმით, ბოლდუინისთვის სისხლის სამართლის ბრალდების წაყენება ნაკლებად სავარაუდოა.

როგორც ცნობილია, ფილმ “რასტის” გადასაღებ მოედანზე, მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ სარეკვიზიტო იარაღიდან გასროლილ ტყვიას, ოპერატორი ემსხვერპლა, ხოლო ფილმის რეჟისორი დაიჭრა.

მსგავსი თემები