კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 8,89 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 8,69 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,97 პროცენტი.
საქართველოში კორონავირუსის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 177 პაციენტი.
გუშინ, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 137 პაციენტი, გარდაიცვალა 42.