„ადამიანს მოხდილი აქვს 13 წლიანი სასჯელი, გაამართლა ევროსასამართლომ და მაინც დევნიან“ – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„თამაზ ქარცივაძე, რომელიც არის ბათუმელი  1992 წლიდან გახლავთ სამართლებრივი დევნილი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ადვოკატმა, კახა კალმახელიძემ განაცხადა.

ადვოკატი ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანი, რომელმაც მკვლელობისთვის 13 წლიანი სასჯელი მოიხადა, ევროპული სასამართლოს მიერ გამართლდა, თუმცა, როგორც უფლებადამცველი განმარტავს მისი დაცვის ქვეშ მყოფს დღესაც დევნიან:

1992 წელს მოხდა მკვლელობა ამ ადამიანს აბრალებდნენ მომხდარს, ეს კაცი ოჯახით გადახვეწილია ამ დროიდან, ის 2004 წელს დააკავეს რუსეთში და გადმოსცეს საქართველოს სახელმწიფოს და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განზრახ მკვლელობისთვის, იმ პერიოდში სასამართლო სისტემა საერთოდ არ არსებობდა, იმავე პერიოდი გაასაჩივრა ევროპის სასამართლოში და 2019 წელს დაადგინა, კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, რაც ნიშნავს, რომ ადამიანი გამართლდა, ან მოიხადა 13 წლიანი სასჯელი და ამის შემდეგ გამართლდა.

„2006 წლიდან – 2012 წლამდე ამ ადამიანს სამედიცინო მომსახურებაც კი არ ჰქონია, ამ ადამიანის მიმართ კვლავ გრძელდება სამართლებრივი დევნა და მისჯილი აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მას ედავებიან კანონიერ ქურდობას, იმყოფება უცხოეთში და ამჟამადაც დევნილია, ის არ ერევა არანაირ პოლიტიკაში, რაც მედია საშუალებით გავრცელდა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, მას შემდეგ, რაც გამამართლებელი განაჩენი იქნა გამოტანილი მაინც აცხადებენ, რომ მან წარსულში მოკლა პოლიციელი, მასთან მიმართებაში ნახსენები იყო კალაძის ნათესავები, თითქოს მმართველი გუნდი სთავაზობდა პოლიტიკაში ჩართვას.

ახალი საქმე შეკერილია 2021წელს, ამ კაცს რაიმე სახის უკანონო ქმედება არ ჩაუდენია, ადამიანებს ესაუბრებოდა რაღაც თემაზე და მოხდა ამ საუბრის მონტაჟი, მოვითხოვთ შეწყდეს ამ კაცის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, 60 წლისაა უკვე დ ანდა ოჯახთან ერთად დაისვენოს.“ – განაცხადა კალმახელიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები