გარკვეულ კითხვებს აჩენს ის, რომ “ომეგას” 11-ჯერ გადაუვადეს ვალის გადახდა – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომპანია “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გარკვეული კითხვები ჩნდება თუ რატომ გადაუვადეს მას ვალი 11-ჯერ, რატომ იყო ასეთი ლოიალური მის მიმართ სახელმწიფოს კონკრეტული უწყება. მაგრამ არავითარი კითხვა არ ისმება ბიზნესის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

ორაკლი კობახიძის თქმით, ეს არის ის კითხვა, რომელსაც ძალიან მარტივად გაეცა პასუხი. სადაც არის დანაშაული იქ ბუნებრივია არის აღშფოთების საფუძველი.

„ჩვენი ღირებულება არის ის, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს დემოკრატია, ბიზნესის თავისუფლება, ადამიანის უფლებები და ამით არის გამსჭვალული მთლიანად სახელმწიფოს სისტემა, ეს არის ჩვენი მთავარი ღირებულება და ამაზე დგას დღეს ჩვენი ხელისუფლება, 2012 წლიდან მოყოლებული და სადაც ასეთი ღირებულებებით მოქმედებს ხელისუფლება იქ შეუძლებელია ცარიელ ადგილზე რაიმე კომპრომატის ხელოვნურად შექმნა, ეს არის მთავარი ამ ყველაფერში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, აბსოლუტურად კომიკური სახე შეიძინა იმ ჩანაწერებმა, რომელიც გაავრცელა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა მდივანმა ნიკა გვარამიამ ტელევიზიით და “ისევე მალე ჩაიფუშა ეს სპექტაკლი, როგორც მალევე დაიდგა​“, – მიაჩნია პარლამენტის თავმჯდომარეს.

მსგავსი თემები