„მისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია“ – კალაძე სააკაშვილზე

კახა კალაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია, ეს მისი გადაწყვეტილებაა. როგორც თბილისის მერი განმარტავს, მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობაც თავად ეკისრება.   

„საკვებიც არის, პროდუქტებიც არის და შეუძლია მიიღოს. თუ საჭიროება და აუცილებლობა იქნება. რომ მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდეს, ეს ნაბიჯი აუცილებლად გადაიდგმება და მიეხედება ისე, როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში“,- განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 26 დღეა შიმშილობს. ჯანმთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, ის, ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.   

მსგავსი თემები