პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერაში არ შეუშვეს

პაატა ბურჭულაძე ქუთაისის ოპერის თეატრში არ შეუშვეს, ინფორმაცია ამის შესახებ, თავდაპირველად “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგა შუშანიამ გაავრცელა. შუშანიას განმარტებით, საოპერო მომღერალი თეატრის დასათვალიერებალდ იყო მისული.

“დღეს ქუთაისის მერის დავალებით ოპერის თეატრის კარი ჩაუკეტეს პაატა ბურჭულაძეს (ოპერის თეატრის დათვალიერების მიზნით იყო მისული). ეს იგივეა, მესი რომ ჩამოსულიყო “ტორპედოს” სტადიონის დასათვალიერებლად და არ შეეშვათ. გუშინ რუსთავის ციხესთან ქუთაისის მერის მხარდამჭერების სამარცხვინო აქციის შემდეგ, თუ ახალ რეკორდებს მოხსნიდნენ, მეც ვერ წარმომედგინა”, – წერს შუშანია ფეიბუკის გვერდზე.

მომხდარის შესახებ ფეისბუქპოსტი გაავრცელა თავად საოპერო მომღერალმა, სადაც წერს, რომ თეატრში მუსიკოსებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენელებთან შესახვედრად და ოპოზიციის შეთანხმებულ კანდიდატ ხატია დეკანოიძისთვის მათი პრობლემების გასაცნობად მივიდა, თუმცა თეატრში მოულოდნელად კარანტინი გამოცხადდა.

მსგავსი თემები