საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 953 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

ამასთან, 25 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 650 პაციენტი, გარდაიცვალა 46.

მსგავსი თემები