ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საკვები მიიღო

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა, გადასხმის პარალელურად საკვებიც მიიღო.  

„როდესაც ადამიანი იღებს ამ გადაწყვეტილებას, ეს არის მთლიანად მისი პასუხისმგებლობა. თუ შიმშილობს, თუნდაც ნაწილობრივ, როგორც სააკაშვილი ამას აკეთებს, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოსალოდნელია გარკვეული უარყოფითი ტენდენცია. ვიცით, რომ გუშინ გადასხმა გაკეთდა. მაგალითად, არის გარკვეული საკვების მიღების პრეცედენტები, ამას, ბუნებრივია, ყველა უნდა დააკვირდეს და რაღაც “კლოუნადის” დადგმის საშუალება ჩვენ არავის არ უნდა მივცეთ. თაფლის მიღებაზე გავრცელდა ინფორმაცია, სხვა ინფორმაციებიც არსებობს, თუმცა მე, ბუნებრივია, ყურმოკვრით გაგონილი ინფორმაციების შესახებ აქ ვერ ვისაუბრებ. თუ ჩათვლის საჭიროდ იუსტიციის სამინისტრო განცხადების გაკეთებას, ისინი ამაზე განცხადებას გააკეთებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები