პარლამენტში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ პარლამენტის შენობაზე ერთი სართულის დაშენება იგეგმება

  •  

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარლამენტის ისტორიულ შენობაზე, ერთი სართულის დაშენება იგეგმება და ტენდერი უკვე გამოცხადდა, პარლამენტში არ ადასტურებენ, როგორც საკანონმდებლო ორგანოში ირწმუნებიან, საუბარია შენობის გამაგრებაზე და არა სართულის დამატებაზე.  

„საქართველოს პარლამენტის აპარატს სურს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის შესახებ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

პარლამენტის აპარატის მიერ გამოცხადებულია ტენდერი, საქართველოს პარლამენტის სასახლის C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრება/გაძლიერების  სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, რის საფუძველზეც მეორე ეტაპად ჩატარდება C კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრების სამუშაოები. მიმდინარეობს ანალოგიური პროცედურები, რაც რამდენიმე წლის წინ უკვე ჩატარდა C კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გამაგრების მიზნით. საქართველოს პარლამენტის აპარატი არ გეგმავს რაიმე სახის დაშენებითი სამუშაოების განხორციელებას“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი თემები