„ყველა მოშიმშილე პატიმარი, ვინც საკუთარი ნებით შიმშილობს, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

„ყველა მოშიმშილე პატიმარი, ვინც საკუთარი ნებით შიმშილობს, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში. პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული, უნდა შეეგუოს, რომ აღარ არის პრეზიდენტი, როცა კანონზე მაღლა იდგა და ჩაგრავდა და აწამებდა ადამიანებს და ამით სიამოვნებას იღებდა. ამ თემაზე იუსტიციის მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ყველა მოშიმშილე პატიმარი, ვინც თავისი გადაწყვეტილებით, საკუთარი ნებით შიმშილობს, გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პატიმარი სააკაშვილი არ არის პრივილეგირებული.

„მინისტრმა რატი ბრეგაძემ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ეს არის გამორიცხული საკითხი, მით უმეტეს, როცა პატიმარი საკუთარი ნებით შიმშილობს. საჭიროების შემთხვევაში, მას სრული კომფორტი აქვს მოწყობილი ციხის საავადმყოფოში და ამაზე პასუხისმგებლობას აიღებს შესაბამისი უწყება. თუ საჭირო იქნება, გადაიყვანენ, ყველა პროცედურას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ ისევ დააბრუნებენ საკანში. საოცრებაში ვართ, პირდაპირ, კაცი თვითონ შიმშილობს თუ დიეტაზეა, ეს კიდევ ცალკე საკითხია, ამაზე დამატებით გავაკეთებ განმარტებას, ჯერ არ მინდა, მაგრამ თვითონ იზიანებს თავს, თავის ჯანმრთელობას და ამაზე ჩვენ გვადებენ ვალს“ – განმარტავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მსგავსი თემები