ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია იმართება

ბათუმის ბულვარში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები და პოლიტიკური ლიდერები საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ეს არის ბათუმისა და ხელვაჩაურის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია, სადაც მეორე ტური იმართება.

“ბრძოლა გამარჯვებისთვის” – ასეთია აქციის სლოგანი. საპროტესტო აქციას ნინო ბურჯანაძეც შეუერთდა. 

აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილიც წაიკითხეს, რომელიც მან ლევან ვარშალომიძეს მისწერა.

მსგავსი თემები