ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის უსაფრთხოება უფრო დაცული იქნება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ციხის საავადმყოფოს მიხეილ სააკაშვილის მომსახურებისთვის ყველანაირი პირობა დააჩნია და მესამე პრეზიდენტი იქ უფრო დაცული იქნება.  

„პენიტენციური სამსახურის დებულების მიხედვით, მათ აქვთ იმის საშუალება, რომ მიიღონ მიხეილ სააკაშვილი თავიანთ კლინიკაში. ასევე, ის სერვისები, რომლებიც პაციენტს ესაჭიროება, სრულად არის შეთავაზებული პენიტენციური სამსახურის მხრიდან. მხოლოდ ეს გახლავთ მიზეზი, რომ მას შესთავაზეს მე-18 დაწესებულება და არა რომელიმე სხვა კლინიკა, ვინაიდან თვლიან, რომ უსაფრთხოების ზომები აქ მეტად იქნება დაცული და ყველაფერი გაკეთდება პაციენტის ჯანმრთელობის და ინტერესების სასარგებლოდ“, – განმარტავს მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

მსგავსი თემები