გერის სისტემატურად გაუპატიურებისთვის 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

3 წლის განმავლობაში, 14 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და სისტემატურად ძალადობისთვის დაკავებულს სასამართლომ თავისუფლების 18 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, სასამართლოზე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე, ბრალდებული 14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად ძალადობდა.

ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11’ 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 126’ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა ბრალდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულს 18 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი თემები