„ჰიტლერი რომ ყოფილიყო, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა“ – ოქრიაშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე

„ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრის განცხადების საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილს „ფეიკი ჰიტლერი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერში ჰიტლერს ბაძავს.

„პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰიტლერს შეადარა. ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა კონცლაგერში, მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა, როგორც ეს ღარიბაშვილმა თქვა. არც 2021 და არც 2020 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ ჰქონია, რაც ასევე მათი პოლიტტექნოლოგების რჩევაა. როგორც კი მოსახლეობას რამეს დაჰპირდებიან, მაშინვე ყველას გაახსენდება, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ხელისუფლებს არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.    

შეგახსენებთ, კოალიციური მმართველობის დამკვიდრება ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირებაა. ჩავთვალოთ, რომ დედაქალაქის მერიაში კოალიციური მთავრობის შექმნა ოპოზიციის მხრიდან ერთგვარი პოზიტიური რეპეტიციაა, რადგან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მალე ჩატარდება და როგორც ყველა პროპორციული საარჩევნო სისტემის მქონე ქვეყანას, ჩვენც კოალიციური მმართველობა გვექნება!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

მსგავსი თემები