მოკლული 27 წლის ქალის ოჯახი ბავშვის მეურვეობისთვის ბრძოლას იწყებს  

თბლისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლული 27 წლის ანასტასია შატალოვას ოჯახი მცირეწლოვანი შვილიშვილის მეურვეობისთვის ბრძოლას იწყება. როგორც ოჯახი აცხადებს, ბავშვის მამა, რომელიც მოძალადეა, არ შეიძლება ბავშვის მეურვე იყოს.  

შეგახსენებთ, რომ მეურვეობის მულტიფუნქციური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 წლის ბავშვზე მეურვეობის უფლება ბავშვის მამას, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს, ზურაბ ბერიძეს გადაეცა.

საქართველოში მყოფი მოკლული შატალავას მამის განცხადებით, არ შეიძლება ბავშვი მოძალადესთან დარჩეს. ოჯახს ასევე ეჭვი აქვს, რომ მკვლელობის დამკვეთი შესაძლოა ბერიძე იყოს.

“ბავშვის მეურვეობასთან დაკავშირებით ვაპირებთ ბრძოლას, ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ. ზურაბ ბერიძეს არ აქვს უფლება იყოს მამა, რადგან არსებობს ბევრი მტკიცებულება მის წინააღმდეგ. ის ჩემს შვილს ემუქრებოდა და მას ფიზიკურად უსწორდებოდა. თუ ის არ არის დანაშაულის შემკვეთი, მუქარის გამო უნდა მისცენ პასუხისგებაში. მას მამობის უფლება უნდა ჩამოერთვას“ – სერგეი შატალოვი.

როგორც ირკვევა, 2 წლის ბავშვი დედის გვარს ატარებდა, მისი დაბადების მოწმობაში კი მამა საერთოდ არ ფიგურირებს.   

შეგახსენებთ, რუსეთის მოქალაქე, 27 წლის ანასტასია შატალოვას მკვლელობის ფაქტზე 3 პირი დააკავეს. მათ მკვლელობის შემსრულებლებად ასახელებენ. დამკვეთის ვინაობა კი ამ დრომდე უცნობია.

მსგავსი თემები