ამ მასობრივი ვაქცინაცია, ან სავალდებულო აცრა – თენგიზ ცერცვაძის ულტიმატუმი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ  ცერცვაძის განცხადებით, თუ მოსახლეობა მასობრივი ვაქცინაციისკენ არ შემობრუნდება, სავალდებულო ვაქცინაციაზე გადასვლა მოგვიწევს.

„ან მოსახლეობა გათავისუფლდება სიურეალისტური გავლენებისგან და შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული იქნება, სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს, რაც არ უნდა პროტესტი მოჰყვეს. პუტინმა გამოაცხადა ერთი კვირა არასამუშაო დროდ და მოსკოვში „ლოკდაუნი“ შემოიღო, ეს გვინდა? ამას ჩვენი მთავრობა დარწმუნებული ვარ, არ გააკეთებს რადგან ხალხი ისედაც გამწარებულია, უკვე ორი წელი სრულდება რაც კოვიდის პირობებში გვიხდება ცხოვრება“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მსგავსი თემები