“ხელისუფლებას” ვურჩევ… მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მორიგ გზავნილს ავრცელებს, როემლსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, “ხელისუფლებას” ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს “სასამართლოში”, რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ? – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც მიხეილ სააკაშვლი ფიგურირებს. ვიდეო სავარაუდოდ იმ სატვირთო ავტომანქანაშია გადაღებული, რიმლითაც ყოფილი პრზიდენტი ქვეყანაში შემოვიდა. ტელეკომპანია „იმედის“ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს მომზადებული ჰქონდა საკუთარი სავარაუდო გატაცების ვერსიაც და იმ შემთხვევაში უნდა ამუშავებულიყო, თუ ის ქვეყანაში ვერ შემოვიდოდა.

მსგავსი თემები