„სჯობს, სააკაშვილი პირდაპირ გაგზავნონ უცხოეთის კლინიკაში“ – იაგო ხვიჩია

პარლამენტის წევრი, „გირჩელი“ იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ზედმეტ თავის ტკივილს სჯობს, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ პირდაპირ უცხოეთში გაგზავნონ.     

„აქ რაღაც რომ დაემართოს და ამ ფაქტმა მღელვარება გამოიწვიოს,  სჯობს, სააკაშვილი პირდაპირ გაგზავნონ უცხოეთის კლინიკაში.

სრულიად სერიოზულად ვითხოვ, მიხეილ  სააკაშვილი საზღვარგარეთ კლინიკაში გაუშვან. უკრაინაში გაუშვებენ თუ სადმე სხვაგან, ეს იქნება ამ დაძაბულობის განმუხტვის საშუალება, რაც ქვეყანაში არსებობს და კიდევ იქნება. ამიტომ, ხელისუფლებამ ამ გზების ძიება უნდა დაიწყოს, რაც ჩემი აზრით, მათი თამაშისთვისაც არ არის საწინააღმდეგო, პირიქით“ – განაცხადა ხვიჩიამ მედიასთან.

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრულია.   

„შეკრულები არიან. ხელისუფლების შემდეგი ნაბიჯი ამ სცენარში რომ ჩაჯდეს, საჭიროა, რომ სააკაშვილი არჩევნების მერე რაც შეიძლება სწრაფად, ახალ წლამდე, გაზაფხულამდე გათავისუფლდეს და თავისუფლებაზე დაბრუნდეს. სამკურნალოდ უცხოეთში გადასვლა კი ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი კარგი გზაა,”- აღნიშნა ხვიჩიამ.

მსგავსი თემები