„ფეიკი ჰიტლერი“ – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჰიტლერს ადარებს და აცხადებს რომ ის ცდილობს, ყველაფერში ჰიტლერს მიბაძოს. „პარადოქსული და არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის შედარება ჰიტლერთან, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, გამოდის ფეიკი ჰიტლერი“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მისი განცხადებით, ამ საცოდავმა კაცმა სცენა დადგა ციხეში.  

„შედარება მინდა გავაკეთო, პარადოქსული და არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის შედარება ჰიტლერთან, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, გამოდის ფეიკი ჰიტლერი. როდესაც ჰიტლერი პირველად ჩასვეს ციხეში, მანც დაიწყო შიმშილობა და ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა. დაახლოებით იგივე სცენა დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში. ეს დაახლოებით იგივეა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰიტლერს კიდევ მოეთხოვა ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დაბრუნება და ხალხს და მსოფლიოს რომ დაეჯერებინა, ჩვენს მასშტაბებში დაახლოებით იგივეა. ამ კაცმა დაანგრია ქვეყანა, გადაუარა ქვეყანას, აწამა, ტანჯა, დახოცა პირდაპირ ხალხი…“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა მედიასთან და ყველას მოუწოდა, არჩევანი მმართველ გუნდზე გააკეთოს.

მსგავსი თემები