ყალბი 100 დოლარიანების გასაღებაზე ერთი ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის 50 ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები