პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე უარს აცხადებს. აღნიშნული ინფორმაცია მედიასთან სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გააჟღერა.
„მიხეილ სააკაშვილი არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში,მიხეილ სააკაშვილს პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ.