„თბილის პრაიდის“ ღონისძიებაზე ჟურნალისტებზე ძალადობისთვის დაკავებულები პატიმრობაში დატოვეს

27 ადამიანი, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებების ფარგლებში, მედიის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის დააკავეს, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლეებმა დღეს აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელეს. პროკურატურის მოთხოვნა იყო დაკავებულები პატიმრობაში დარჩენილიყვნენ. ადვოკატთა ერთი ნაწილი დაკავებულების გორაოთი გათავისუფლებას ითხოვდა, მეორე ნაწილი კი სისხლის სამართლებრივი დევნის საერთოდ შეწყვეტას.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ კონტრსაწინააღმდეგო აქციაზე მედიის წარმომადგენლებს გარკვეული ჯგუფები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მსგავსი თემები