“სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სააკაშვილის მმართველობა არათუ ქვეყანაში, არამედ ვერც ერთ მუნიციპალიტეტში დაბრუნდება.

„სააკაშვილის მმართველობა არ და ვერ დაბრუნდება ვერსად.  იმიტომ რომ, ჩვენი ხალხი ბრძენია და ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს, ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ გამჭვირვალედ, მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდი ემზადება მხოლოდ გამარჯვებისთვის.

„მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო და განსაკუთრებით სამეგრელოში, კარგად გახსოვთ, რა ვითარებაში უწევდა ჩვენს მოსახლეობას ყოველდღიური ცხოვრება სააკაშვილის მმართველობის დროს. მისი წარმომადგენლების, ახალაიების, ქარდავების, კოდუების თუ სხვა სადისტების მმართველობის პერიოდი ჩვენ კარგად გვახსოვს, ახსოვს ყველა მეგრელს, სამეგრელოს ყველა მკვიდრს. რა თქმა უნდა, სააკაშვილის მმართველობა არ დაბრუნდება და ვერ დაბრუნდება ვერსად, არათუ ქვეყანაში, არამედ ვერც ერთ მუნიციპალიტეტში, იმიტომ რომ ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი ხალხი არის ბრძენი  და ჩვენი ხალხი ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს. ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ მაქსიმალურად გამჭვირვალედ, მშვიდ, კონკურენტულ ვითარებაში იმისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს არც ერთ დამკვირვებელს და არც ერთი კითხვა არ დაისვას ზოგადად. ეს არის ჩვენი მოტივაცია და ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე ჩავატარებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები