“მცირეწლოვანი ბავშვების ბანერებს წითელი საღებავები შეასხეს, რაზე ვსაუბრობთ საერთოდ” – კახა კალაძე

მე ხო არ ვიგონებ ამას, აბსოლუტურად გულწრფელად ვსაუბრობ. ჩართეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები და ნახეთ, რა ცილისწამება, ჯერ რა ვიდეოკლიპები და რა ენით საუბრობენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სიძულვილის ენაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს.

„ზღვარი და წითელი ხაზები არსებობს, რომელიც არ უნდა გადაკვეთო, მაგრამ ჩემს მეუღლეს, დედას, მამას მცირეწლოვანი ბავშვების ბანერებს წითელი საღებავები შეასხეს. რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. მე რომ გამოვიდე როგორ წარმოგიდგენიათ და დავიწყო შეურაცხყოფების მიყენება ნიკა მელიას ოჯახის წევრებზე, გვარამიას ან ნებისმიერის, ეს ნორმალურია? ეს მისაღებია? მოსწონს საზოგადოებას ასე გაგრძელება? თქვენც ჟურნალისტები ამ ყველაფერს რომ ხედავთ, რატომ არ გიჩნდებათ პროტესტის გრძნობა, რატომ? თუ ჩემ წინააღმდეგ აკეთებენ, კარგია, ტაში უნდა დავუკრათ და თუ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აკეთებენ, ეს როგორ შეიძლება ხო? ეს დამოკიდებულება არ ვარგა, მეგობრებო. თუ ჩვენ არ გვექნება ერთნაირი მიდგომა და იქნება ორმაგი სტანდარტი, რასაც პარტიული ტელევიზიები აკეთებთ, ძალიან მძიმეა და ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები