ბათუმში 50 წლამდე მამაკაცი ჩდაჭრეს – შემთხვევა დაახლოებით 12 საათსა და 30 წუთზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით შუახნის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია კიდურებში ესროლეს. დაჭრილი მამაკაცი ერთერთ სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შემთხვევა ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში მოხდა. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.