„თელასი“ დაჯარიმდა 50 000 ლარით, „თელმიკო“ კი 75 000 ლარით“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

“თელასის“ და „თელმიკოს“ მიერ, ივლისის და აგვისტოს თვეში მოხდა მომხმარებლისთვის არასწორად თანხის დარიცხვა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში,“ – სემეკ- ის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიამ აღნიშნა, რომ კომპანიამ მოახდინა რეაგირება არასწორ დარიცხვებზე, მისივე ინფორმაციით ინციდენტების განმეორების შემთხვევაში მოხდება, მარეგულირებელი კომისიის მიერ ჯარიმების გაორმაგება:

„კომპანია „თელასი“ დაჯარიმდა 50 000 ლარით, „თელმიკო“ – კი 75 000 ლარით, მოხდა კორექტირება და დაკორიქტირებული თანხების რაოდენობა შეადგენს მილიონ 300 000 ლარზე მეტს.

დაკორექტირებული თანხები მომხმარებლებს აესახათ თავიანთ ბაზაში და გაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, როგორც კი ვნახეთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი დავიწყეთ შესაბამისი რეაგირება, მსგავსი ინციდენტების განმეორების შემთხვევაში ჯარიმების ოდენობა გაორმაგდება.

სამი დღის განმავლობაში „თელასი“ მოახდენს ყველა მრიცხველის წაკითხვას.

ჩვენი დავალების საფუძველზე 650 000 აბონენტის მრიცხველის წაკითხვა მოხდა, მოგვმართა თუ არა მოქალაქემ, ჩვენ ყველა მათგანის მრიცხველის წაკითხვა მოვახდინეთ.

გამოყენებული იქნა თელმიკოსთვის ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გამოყენება, რადგან მათ მიერ დარღვევების სიხშირე იყო მეტი, დანაშაულის განმეორების შემთხვევაში მოხდება ჯარიმის გაორმაგება, ეს ჯარიმები ორივე კომპანიის მიერ უკვე გადახდილია,“ – განაცხადა ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმლის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები