ნიკა მელიას წინასაარჩევნო ბანერს ცეცხლი წაუკიდეს

  •  

თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას წინასაარჩევნო ბანერი ორხევის ხიდთან დააზიანეს. მას ცეცხლი წაუკიდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

“ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ მმართველი ძალა კოალიციური მთავრობის წარდგენამ გააღიზიანა.

“როგორც ჩანს ძალიან გააღიზიანა “ქართული ოცნება” კოალიციური მთავრობის წარდგენამ, რომელიც მალე თბილისის მმართველობას გადაიბარებს და მიმართეს თავიანთ სამარცხვინო ნაცად მეთოდს ოპონენტებთან ბრძოლის. ნიკა მელიას ბანერი დაგვიწვეს. დაახლოებით 1 საათის წინ დამირეკეს თვითონ პოლიციიდან და იმათმა შემატყობინეს, რომ ორხევის ხიდზე იყო ჩვენი ბანერი დამწვარი,” – განაცხადს ენმ-ს წევრმა ბესო გაზდელიანმა.

მსგავსი თემები