“რუსი დიპლომატების ჯაშუშობის ბრალდებით გაძევების მიუხედავად, ნატო-ს რუსეთთან საუბარი სჭირდება” – იენს სტონტელბერგი

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსი დიპლომატების ჯაშუშობის ბრალდებით გაძევების მიუხედავად, ნატო-ს რუსეთთან საუბარი მაინც სჭირდება. სტოლტენბერგის განცხადებით, ეს გულისხმობს იმას, რომ ალიანსსა და მოსკოვს შორის ცხელი ხაზი შენარჩუნდება.

როგორც „როიტერი“ წერს, რუსეთი ასევე ღიად ტოვებს დიპლომატიურ ხაზს, ბელგიის საელჩოს საშუალებით, თუმცა ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატი ამ დროისთვის შეჩერებულია.

„ნატო-სა და რუსეთს შორის ურთიერთობა ახლა ცივი ომის დასრულების შემდეგ, ყველაზე დაბალ ნიშნულზეა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მოსკოვმა ნატო-ში დიპლომატიური მისიების შეწყვეტის შესახებ ორშაბათს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ნატო-მ რუსეთის რვა მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით გააძევა. საპასუხოდ რუსეთმა, პირველი ნოემბრიდან მოსკოვში მდებარე ნატო-ს საინფორმაციო ოფისს აკრედიტაცია შეუჩერა. ამის გამო, იენს სტოლტენბერგი მწუხარებას გამოთქვამს.

მსგავსი თემები