ნიკა მელია მერის კიდევ ერთ მოადგილედ ელენე ხოშტარია დაასახელა

ამ წუთებში, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკანორ მელია თბილისის „კოალიციურ მთავრობას“ ასახელებს. თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი მესამე მოადგილე ელენე ხოშტარია იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნიკანორ მელიამ სულ ოთხი მოადგილეობის კანდიდატი წარადგინა. ესენი არიან: მამუკა ხაზარაძე, ზურა (გირჩი) ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და მამუკა აბესაძე.   

მსგავსი თემები