ნიკანორ მელია კოალიციური მთავრობის პრეზენტაციას მართავს

ნიკანორ მელია ამ წუთებში „კოალიციური გუნდის“ წარდგენას მართავს. როგორც მან „ლელოსთან“ ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, თბილისის მერობის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისი მოადგილეები მამუკა ხაზარაძე და  ზურა (გირჩი) ჯაფარიძე იქნებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა  კოალიციური მთავრობის პრეზენტაციას ამ წუთებში მართავს.

„მინდა, წარმოგიდგინოთ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატი და ძალიან მალე თბილისის მერის მოადგილე, თქვენი საუკეთესო პარტნიორი, თქვენი მეგობარი და თქვენი საუკეთესო მეზობელი, მჭმუნვარე ადამიანი, ვინც ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტი შეიცვალოს და ამაღლდეს, ეს არის მამუკა ხაზარაძე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მამუკა ხაზარაძის შემდეგ კი მან მერობის მეორე მოადგილედ ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე დაასახელა.  როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, “იქით” ჭაობია, აქეთ კი “შანსი”.

მსგავსი თემები