საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების წარმოება სრულიად მიუღებელია“ – პრეზიდენტი

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში მარიხუანას წარმოებას გამორიცხავს და ამბობს, რომ ეს ჩვენს ქვეყანაში არ უნდა მოხდეს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისთვის გაუგებარია დებატები, რომელიც მარიხუანას წარმოება-არწარმოებასთან დაკავშირებით დღემდე გრძელდება.
მისივე შეფასებით, თუ ეს საკითხი გავიდა, საქართველოს იმიჯი დაზარალდება.„გაუგებარია ის დებატები, რომელიც დღემდე ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების უფლების თემაზე მიმდინარეობს. საზოგადოებამ იცის და არასოდეს დამიმალავს, რომ ნარკომომხმარებლების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება გამაჩნია და არაერთი ნარკომომხმარებელი შემიწყალებია. ამ ფონზე, საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების წარმოება სრულიად მიუღებელია“ – აღნიშნა პრეზიდენტმა და ის ძირითადი მიზეზებიც განმარტა, რატომ დაზარალდება საქართველო მარიხუალას კულტივაციით.

„თუ ჩვენ ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა გავხდებით, ნამდვილად ვერ გავაკონტროილებთ ეფექტიანად ნარკოტიკების გავრცელებას და ბევრად მეტი ადამიანი გახდება ამ სენის მსხვერპლი. მეორე – საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, საქართველო, როგორც ნარკოტიკების მწარმოებელი ქვეყანა ეს არ არის ის იმიჯი, რისთვისაც ჩვენ ვუყვარვართ, გვაფასებენ, რის გამოც მხარს გვიჭერენ და გვიცავენ. ეს არის ძალიან რთული იმიჯი, რომელსაც შეიძლება რთული შედეგები მოჰყვეს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

 

მსგავსი თემები