კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 9,02 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,11 პროცენტი, ხოლო ბოლო 14 დღის – 8,79 პროცენტი.
დღეს კორონავირუსის 5 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი.
გუშინ, 19 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 082 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა.