“მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ პოლიტიკურად ყოველდღე უფრო ძლიერდება” – ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ყოველდღე მძიმდება, თუმცა პოლიტიკურად გაძლიერდა.

“მდგომარეობა კრიტიკულია, შიმშილობის ყოველი ახალი დღე არის მისი ჯანმრთელობის სერიოზული შერყევა, მაგრამ ის ყოველდღე უფრო ძლიერდება პოლიტიკურად. ერთი ადამიანის პოლიტიკური აქტი, არის უპრეცედენტო, ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, ამას თავის კვალი საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ექნება.

აქვს ძალიან დიდი მოლოდინი 30 ოქტომბერთან დაკავშირებით, მისი გეგმები უკავშირდება ამ დღეს, ყველას მოვუწოდებ შემართებისთვის, სოლიდარობისთვის, კონსოლიდაციისთვის და თბილისის ძალიან დიდი იმედი აქვს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი თემები