“ნაცობა სირცხვილი არ არის, ნაცობა ბოროტებაა” – მიხეილ ყაველაშვილი

ნაცობა სირცხვილი არ არის, ნაცობა ბოროტებაა. სირცხვილი არის ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, თუ გვინდა, დავასრულოთ ამ ქვეყანაში პოლარიზაცია, აუცილებელია, ბოროტება დამთავრდეს ამ ქვეყანაში და ბოროტება არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ურთიერთობა, – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც ეთანხმებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო რეჟიმი და მაინც მათთან თანამშრომლობენ, უნდა გააცნობიერონ, რომ ორმაგი სტანდარტით მუშაობა პოლიტიკურ სივრცეში არ შეიძლება.

„იმ პარტიებმა, რომლებიც ვერ აცნობიერებენ და კარგავენ ამომრჩეველს, როგორც კი ურთიერთობაში შედიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“, უნდა გააცნობიერონ, რომ თუ იმას ეთანხმებიან, რომ ის მართლა რეჟიმი იყო და ჩადიოდა დანაშაულს, მაშინ არ შეიძლება, ორმაგი სტანდარტით მუშაობა და მოღვაწეობა ამ პოლიტიკურ სივრცეში.

პატიმრების მიმართ, და სააკაშვილი არ არის მარტო პატიმარი, დაახლოებით შვიდი ათასამდე პატიმარია იმ რეჟიმისგან განსხვავებით, რომელსაც 30 ათასი პატიმარი და 300 ათასამდე პრობაციონერი ჰყავდა. თუ შეწყალებაზე იქნება საქმე, სააკაშვილი შეიძლება ბოლოდან პირველი იყოს მისი დანაშაულებებიდან გამომდინარე, მაგრამ თუ ვართ ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები, უნდა შევძლოთ და მოვერიოთ ჩვენს თავს. მოერიეთ თქვენ თავს ძვირფასო კოლეგებო და საზოგადოებავ. სააკაშვილი, როგორც თქვენ დღეს გინდათ რომ წარმოაჩინოთ, არ ჩამოსულა და არ ჩაბარებულა, ის შემოიპარა როგორც ვირთხა და დააკავეს. მას ჰქონდა დესტაბილიზაციის გზა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მსგავსი თემები