“ფაქტია, რომ ვიღაცების თავში მსგავსი ავადმყოფური აზრები ტრიალებს და გადამდებიცაა” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

პირველი სატელევიზიო კომენტარი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის შემდეგ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს სტატუსის შინაარსს, სადაც ის წერდა, რომ სინოდის ერთ-ერთი წევრის დაფინანსებით, თეოლოგები გოჩა ბარნოვი და თამარ მესხი მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად მიემგზავრებიან.

დეკანოზი მიიჩნევს, რომ მათ დაგეგმილი აქვთ ბართლომეოს პირველთან თქვან, რომ თუ “ნაციონალური მოძრაობა” და სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვა, საქართველოს ეკლესია, უკრაინის ახლად შექმნილი ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს. 

“გვაქვს ინფორმაცია, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მოფიქრებული აქვთ. არ ვიცი, ამას რამდენად შეძლებენ და შეასრულებენ, ან ის ფორმატი თუ მისცემთ საშუალებას, რომ ამისთანა აბსურდულ რამეზე ელაპარაკონ ასეთი მარალი სტატუსის მქონე ადამიანს, მაგრამ, ფაქტია, რომ ვიღაცების თავში მსგავსი ავადმყოფური აზრები ტრიალებს და გადამდებიცაა. ჩვენ არაერთხელ გვინახავს თეოლოგთა ეს ჯგუფი რაღაც პოლიტიკურ საკითხებში ჩართული, მათი საჯარო გამოსვლებიდანაც სრულიად დასაჯერებელია, რომ მათ შეიძლება ასეთი გეგმა და მოსაზრება ჰქონდეთ,”-აცხადებს დეკანოზი. 

მსგავსი თემები