“გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსთავის მე-17 საპატიმროში ხანძრის დროს პატიმრები საკნებში გამოკეტეს და არ მოახდინეს მათი შენობიდან ევაკუაცია” – ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში”

“ხანძრის დროს პატიმრები საკნებში გამოკეტეს და არ მოახდინეს მათი შენობიდან ევაკუაცია,” – ამის შესახებ “მედიცანტრ მთავარში” ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, წარმოადგინოს ვიდეოჩანაწერი, სადაც ნაჩვენებია, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში გაჩენილი ხანძრის დროს დაღუპული პატიმრები სასადილოში იყვნენ და არა საკანში.

მისი განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ ხანძრის დროს პატიმრები საკნებში გამოკეტეს და არ მოახდინეს მათი შენობიდან ევაკუაცია.

„როდესაც ხანძარი გაჩნდა, დაუყოვნებლივ მივმართეთ იუსტიციის სამინისტროს და მოვითხოვეთ, რომ მომხდარიყო პატიმრების ევაკუაცია მე-17 დაწესებულებიდან. სამწუხაროდ, პენიტენციურმა სამსახურმა ჩვენი თხოვნა არ შეისმინა და აღნიშნეს, რომ ყველაფერს აკონტროლებენ. აღმოჩნდა, რომ პატიმრები ჩაკეტეს საკნებში და სამწუხაროდ, გვყავს ორი გარდაცვლილი. ჩინოვნიკებმა, ამ შემთხვევაში ციხის დირექტორმა და იუსტიციის მინისტრმა არ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და მყისიერი რეაგირება არ მოახდინა და არ მოახდინა პატიმრების ევაკუაცია, რაც არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ბატონი ბრეგაძის და ციხის დირექტორის. ასევე, ჩვენ მივმართავთ იუსტიციის სამინისტროს, რომ თუ გარდაცვლილი პატიმრები გაიგუდნენ არათუ საკნებში, არამედ სასადილოში, მაშინ კეთილი ინებეთ და წარმოადგინეთ ვიდეოჩანაწერი, რითაც დადასტურდება სიმართლე“, – განაცხადა ადვოკატმა “მედიაცენტრ „მთავარში“.

მსგავსი თემები