კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 862 თბილისში, 1 151 იმერეთში, 912 კი კახეთში გამოვლინდა

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 862 შემთხვევა, აჭარა – 202, იმერეთი – 1 151, ქვემო ქართლი – 353, შიდა ქართლი – 389, გურია – 140, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 412, კახეთი – 912, მცხეთა-მთიანეთი – 139, სამცხე-ჯავახეთი – 119, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 60.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 043 საიდანაც: 5 570 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 927, აჭარაში – 519, იმერეთში – 1 303.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 257 პირი, მათ შორის, თბილისში – 415, აჭარაში – 105, იმერეთში – 438. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 270 პირი, მათგან თბილისში – 139, აჭარაში – 25, იმერეთში – 28.

1 020 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 538 – თბილისში, 283 – აჭარაში.

37 453 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მიმდინარე წლის 18 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 25 259 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 935 ადამიანი.

მსგავსი თემები