საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 36 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 9 546-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 5 739 პირს დაუდასტურდა, 2 082 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გუშინ, 18 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 2 479 შემთხვევა გამოვლინდა, 2 374 გამოჯანმრთელდა, 42 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები