რა კავშირი ჰქონდა თბილისში მოკლულ ქალს ბათუმის ყოფილ ვიცე – მერთან

თბილისში, კამანის ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდა ქალი ანასტასია შატალოვაა, რომელიც ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს შვილის წართმევაში ადანაშაულებდა.

ანასტასია შატალოვა აცხადებდა, რომ ბერიძემ ბავშვი მოტყუებით წაიყვანა და დედას აღარ აჩვენებდა.

როგორც შატალოვა სხვადასხვა ტელევიზიებთან და ინტერნეტგამოცემებთან ჰყვებოდა, ბერიძე მას ცოლად მოყვანას შეჰპირდა, თუმცა, ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.

მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამ საქმეზე ბათუმის ყოფილ ვიცე-მერს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გასულ ღამით, კამანის ქუჩაზე მოხდა. შატალოვას ცეცხლსასროლი არაღიდან ესროლეს. 

მსგავსი თემები