„საბედნიეროდ, საშიშ და მკვლელ დანადგარებს აღარ ვხდებით“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავარში“

„ძალიან დიდი წილი საშიში მკვლელი დანადგარების ამოღებულია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა.

როგორც ვარდიაშვილი განმარტავს კომპანიამ დედაქალაქის მასშტაბით თითქმის ნულამდე დაიყვანა გარეწვის დანადგარების არსებობა:

„საშიში და მკვლელი დანადგარია ისეთი ტიპის გამაცხელებელი, რომლის დახურულ სივრცეში მოთავსება საშიშია, ესენია ღია ქვის დანადგარები, ის არაა საშიში ღია პერიმეტრისთვის და ამან ქალაქებიდან, ბინებიდან გადაინაცვლა აგარაკებზე, რაც ძალიან კარგია.

დახურულ სივრცეში ამის დამონტაჟება არის საშიში და პირდაპირ არის სიკვდილის მანქანა.

შესაძლოა ზოგ უბნებში მსგავსი კიდევ რჩებოდეს, თუმცა ძირითადი ნაწილი ამოღებულია,“ – განაცხადა ვარდიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით ახალი კორპუსები საფრთხეს არ წამოადგენს:

„ახალი კორპუსი არ შენდება დეტექტორის გარეშე, რაც დადებითად შესაფასებელია, ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა ახალი კორპუსი გვაქვს დეტექტორით აღჭურვილი, რაც გამორიცხავ აფეთქებებს და უბედურ შემთხვევებს,“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „მედიცანტრ მთავარში.“

მსგავსი თემები