მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას დამაკმაყოფილებელს ვერ ვუწოდებ“ – პირადი ექიმი

ამ წუთებში, პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტის პირადი ექიმი – ნიკოლოზ ყიფშიძე ხვდება. როგორც ექიმმა მედიასთან დანაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება მისი ანალიზის პასუხებზე იქნება დამოკიდებული.

„სიტუაცია ყოველ დღე იცვლება. ჩემი გეგმაა მოვინახულო ბატონი პრეზიდენტი, შემდეგ შევხვდე ციხის ექიმებს, ვნახო ანალიზები და დავგეგმო შემდეგი შეხვედრა, სამშაბათს კონსილიუმის ექიმებთან ერთად. ციხის ექიმები ყოველდღე აკეთებენ ანალიზებს. გააჩნია რა მდგომარეობაშია და რა ანალიზები აქვს, სიტუაცია ყოველ დღე იცვლება. ხანდახან გეუბნებით, რომ უკეთესად არის, ხანდახან გეუბნებით, რომ უარესად არის… წარმოიდგინეთ ჩაგაჯინონ საკანში, 2 კვირა არაფერი არ გაჭამონ და იქნებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში?“, – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდომარეობის შესაფასებლად  კონსილიუმი სამშაბათს, 19 ოქტომბერს შედგება. 

მსგავსი თემები