Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 46 123 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 494 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.93%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 662 334-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 16 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.93%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.31% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.99%.