უცხოეთიდან საქართველოში გადმოსული სტუდენტებისთვის წესები იცვლება, გამოცდა ფასიანია

უმაღლესი განათლების საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ნორმებში ცვლილებები შედის. კერძოდ კი ცვლილება სტუდენტების მობილობას ეხება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, უცხოეთიდან ქართულ სასწავლებლებში გადმოსულ სტუდენტებს, ზოგადი უნარების ჩაბარება მოუწევთ. მობილობა წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და ზაფხულზე ელექტრონულად გამოცხადდება და ის ფასიანი იქნება. ​გამოცდაში მონაწილეობის საფასური კი 100 ლარს შეადგენს.​

როგორც “მედიაცენტრ მთავარს”განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, ​ცვლილება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხებათ, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობენ და სურთ მობილობით გადმოსვლა საქართველოს სასწავლებლებში. ცვლილება არ ეხებათ მათ, ვისაც ერთიანი ეროვნული გამოცდები აქვს ჩაბარებული და უცხოეთში სწავლა შემდეგ განაგრძეს.

​როგორც სამინისტროში განმარტავენ, ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი ჩამოსულ და ადგილობრივ აბიტურიენტების არათანაბარი პირობები იყო.

„გარდა ამისა, იყო კორუფციის საშიშროება. გარკვეული თანხის გადახდის სანაცვლოდ ადამიანები უგამოცდოდ ხვდებოდნენ უმაღლეს სასწავლებლებში. ახლა ეს ასე აღარ არის. სავალდებულო გახდა, იქ სწავლების და ცხოვრების დადასტურება დოკუმენტურად და ასევე, ასეთ სტუდენტებს ზოგადი უნარების გამოცდების ჩაბარებაც მოუწევთ“, – აცხადებენ სამინისტროში.

 

მსგავსი თემები