გიგი უგულავას დააჯარიმებენ

​კოვიდინფიცირებული გიგი უგულავა, არსებული კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის შესაძლოა, დაჯარიმდეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ადასტურებს.

“თუ მან დაარღვია კარანტინის წესები, თავისუფლად დაჯარიმდება ამისთვის,”- განაცხადა დარახველიძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას ერთი კვირის უკან კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. თუმცა, გუშინ, ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მივიდა და სიტყვით გამოვიდა. როგორც უგულავამ აქციაზე განმარტა, მას გასვლის უფლება ექიმებმა მისცეს.  რეგულაციების წესების დარღვევა კი 2 000 ლარიანი ჯარიმით ისჯება.

მსგავსი თემები