ვეტერანების დღესთან დაკავშირებით გამოფენა გაიმართება

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისი მოლში (დავით აღამაშენებლის ხეივანი მე-16 კმ) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ხელოვან ვეტერანთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

გამოფენა გაიხსნება 12:00 საათზე და 18:00 საათამდე გაგრძელდება. საქართველოში, ვეტერანის დღე, 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.

მსგავსი თემები