ციხესთან პატიმრების ახლობლები იკრიბებიან და საკუთარ პატიმართან კომუნიკაციას ითხოვენ

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებასთან პატიმრების ახლობლები იკრიბებიან და საკუთარ პატიმართან კომუნიკაციას ითხოვენ. პატიმრების ოჯახებში პანიკა მას შემდეგ გაჩნდა, რაც გუშინ, ციხის სასადილოს ცეცხლი მოედო და დღეს, იუსტიციის სამინისტრომ ორი პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომლებიც რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. აღნიშნულთან დაკავშირებით დაწესებულებაში კომენტარი არ კეთდება და აცხადებენ, რომ ყველაფერ წესრიგშია.

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებას, გაჩენილი ხანძრიდან გამომდინარე, ამ დრომდე ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ხანძარი ციხეში გუშინ გაჩნდა და მაშველები მას დაახლოებით 5 საათის განმავლობაში უმკლავდებოდნენ.

მსგავსი თემები