„ოპოზიციური არხები თუ დენს გირტყამენ, რუსეთის არხებზე გადართეთ“ – თამარ ჭოხონელიძე

მომღერალი თამარ ჭოხონელიძე ტელევიზიებთან მოკალათებულ და „მოქირქილე“ ადამინებს მიმართავს და ურჩევს, თუ ოპოზიციური არხები  დენს ურტყამს, რუსეთის არხებზე გადართონ.  

„მინდა, პირველ რიგში მივმართო იმ ადამიანებს, ვინც დღეს ტელევიზორთან არის მოკალათებული და „ქირქილებს,“ მხოლოდ იმ არხს რომ უყურებთ, რომელშიც ქვეყანა ძალიან კარგად არის, ნეტარად გრძნობს ყველა თავს, არავის უჭირს, ბედნიერია ცხოვრება, ცოტა სხვა არხზეც გადართეთ. ნახეთ, თუნდაც ოპოზიციური ერქვას იმ არხს, იქნებ, სიმართლეს ლაპარაკობს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის საამაყო ადამიანი.  თუ ოპოზიციური არხები დენს გირტყამენ, იმ რუსეთის არხებზე გადართეთ და ნახეთ, რას აკეთებს რუსეთი. ნახეთ, როგორ დაგვცინის რუსეთი, ნახეთ“ – განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ თავისუფლების მოედანზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.

როგორც მან აღნიშნა, მასაც ძალიან ბევრი კითხვა აქვს, თუმცა, დღეს, ქვეყანა დაცემის პირასაა.

„მიხეილ სააკაშვილის მიმართ მე რომ მქონდა პრეტენზია, როგორც ერთ-ერთ რიგით მოქალაქეს, მე არ ვიცი, ბევრს ჰქონდა ალბათ, მაგრამ მე ნამდვილად მქონდა. მქონდა და დღესაც მაქვს ძალიან ბევრი შეკითხვა, მაგრამ დღეს ამის დროა?! ქვეყანა დაცემის პირას დგას, ჩვენ მსოფლიო გვიყურებს, როგორ მოვიმოქმედებთ, რას გავაკეთებთ პრეზიდენტის, როგორც სიმბოლოს მიმართ. როგორც არ უნდა მოგვწონდეს, თუ არ მოგვწონდეს, ქვეყნის სიმბოლოა, როგორც დროშა, როგორც ჰიმნი. ერთი პრეზიდენტი უკვე მოვკალით, მოვახერხეთ ეს ყველაფერი. თავად მიხეილ სააკაშვილმა რაც გააკეთა შევარდნაძის მიმართ, ეს სამაგალითოა ნამდვილად. რა, მის მიმართ არ იყო პრეტენზიები და ამდენი მოწინააღმდეგეები არ ჰყავდა, შევარდნაძეს არ ჰქონდა ცოდვები?! მაგრამ როგორ გაუშვა ის სახლში, ისე, როგორც ეკადრებოდა ცივილურ სახელმწიფოს, მოაზროვნე სახელმწიფოს, კულტურულ ქვეყანას, აი, ისე გაუშვეს სახლში და მან სიცოცხლე იქ დაამთავრა, იმ სახლში. დაცვაც კი დაუყენა“, – აღნიშნა თამრიკო ჭოხონელიძემ.

მსგავსი თემები