ცოცხები მაგისტრალზე – ასე ხვდებიან დასავლეთიდან მომავალ ავტოკოლონას ცენტრალურ მაგისტრალზე

დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მომავალ ავტოკოლონას ცენტრალურ მაგისტრალზე სიმბოლურად, ცოცხებით ხვდებიან. ზოგი აქციის მონაწილეების ცოცხებს ესვრის, ზორი კი ცოცხებს უქნევს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია იმართება, რომელსაც რეგიონებიდანაც უერთდებიან.

რაც შეეხება ცოცხებს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, ეს არის მმართველი გუნდის მიერ ორგანიზებული აქცია და ცოცხების სწორედ მათ ჩამოარიგეს იმის გასახსენებლად, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ციხეებში პატიმრებზე ცოცხებით ძალადობდნენ.        

მსგავსი თემები