„არ იცით, რომ გუშინ გადავდექი“ – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს

პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი, არჩევნების მეორე ტურის შემდეგ მის გადადგომას ჭორს უწოდებს. როგორც პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამაზე კომენტარი არაერთგზის გააკეთა და ახლა საჭიროა სიმშვიდე და არჩევნების მეორე ტურის მშვიდად ჩატარება.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ჩვენმა პარტიამ და გუნდმა არაერთხელ განმარტა, თქვენ მაინც, ამ უსუსურ პროვოკაციას და დეზინფორმაციას ავრცელებთ. გეტყვით ხუმრობით, რომ თქვენ არ იცით, რომ მე გუშინ გადავდექი. იცით ეს?“ – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას.      

მსგავსი თემები