პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებული, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ თუ იქნება ვინმეს მხრიდან კონკრეტული დანაშაული, პარლამენტი, არც ერთ შემთხვევაში თვალებს არ დახუჭავს.
მისივე თქმთ, მმართველ გუნდს მუქარის არ ეშინია და პრინციპების შესაბამისად მოქმედებს.
„ ეს ადამიანი დღეს ზის იქ, სადაც ზის. შესაბამისად, მომავალშიც გვექნება, ბუნებრივია, იგივე მიდგომა. თუ იქნება მუქარა, მაგალითად, მირზა სუბელიანის მხრიდან, ჩვენ ამ მუქარის არ გვეშინია და ზუსტად ვმოქმედებთ ჩვენი პრინციპების შესაბამისად იმიტომ, რომ არავის არ ეშინია მუქარის. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, რომელსაც იძიებდა საგამოძიებო კომისია, ჭეშმარიტება არის ისევ იგივე, რაც დადგინდა ჯერ პროკურატურის მიერ და რაც დადგინდა შემდეგ საგამოძიებო კომისიის მიერ”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მისივე თქმით, ჩანაწერში კონკრეტული პირის მხრიდან, კონკრეტული მუქარა იკითხება. ისევე, როგორც ამოიკითხეს მუქარა თავის დროზე, ოქუაშვილის მხრიდან.
” როგორც ოქუაშვილის საქმეში გაეცა ყველა კითხვას პასუხი, ასევე, ამ საქმეშიც ძალიან კონკრეტული პასუხი გაეცემა ყველა კითხვას. ვერც ნიკა გვარამიას მიერ მინიჭებული იმუნიტეტი ვერ დაიცავს ვერავის, როდესაც ის ემუქრება ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პასუხები კითხვაზე და ამ კითხვებს პასუხები აუცილებლად გაეცემა”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.